პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარადგენს

Nusagi

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, დღეს კენჭს უყრის დასკვნას, რომელიც მომავალი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს შეეხება.

პროცედურის მიხედვით, საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომდევნო კვირაში გავა. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.

„ვფიქრობ, მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ფორმალური ნიშნით პლენარულ სხდომაზე წარადგენს ყველა კანდიდატს, ვინც გასაუბრება გაიარა კომიტეტში და მე ყველა ამგვარ სხდომას ვესწრებოდი. თუ არ ვცდები, 15-ზე მეტი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და უკვე პლენარული სხდომა გადაწყვეტს 90 ხმით იმას, თუ ვინ აირჩიოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,062 ნახვა
%d bloggers like this: