პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქციის შესრულება საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ახალ ძალასა და მნიშვნელობას სძენს გეოპოლიტიკურ რუკაზე

Nusagi

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა, „მოამბის“ ეთერში საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქციის შესრულება ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აღნიშნა, რომ, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა სწორედ იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ფიზიკურ დაკავშირებულობას გულისხმობს. კერძოდ, ეს არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი და ციფრული კაბელების მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებშიც საქართველო აქტიურად ჩაერთვება. შეგახსენებთ, პრემიერმა, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციების გამოყოფა დააანონსა, რათა საქართველომ ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. ეს საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის ფუნქციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ახალ ძალასა და მნიშვნელობას სძენს გეოპოლიტიკურ რუკაზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,078 ნახვა
%d bloggers like this: