სპორტი

მესი სასტარტოში, კეინი თადარიგში, რონალდო განაცხადს მიღმა – რუნიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

Nusagi

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ სამაგიერო გადაუხადა პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც თავის სკანდალურ ინტერვიუში ინგლისელზე არც ისე კორექტულად ილაპარაკა.

რონალდომ რუნის „ვირთხა“ უწოდა და ივარაუდა, რომ ინგლისელს, რომელმაც უკვე დაასრულა კარიერა, კრიშტიანოს გარეგნობისა და მისი ხანგრძლივი კარიერის შურს.

რუნი არ გაბრაზებულა პორტუგალიელის სიტყვებზე და მოგვიანებით ხაზი გაუსვა, რომ რონალდო და მესი ისტორიაში ორ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად მიაჩნია, მაგრამ კრიშტიანოზე ხუმრობის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

უეინ რუნი ექსპერტის რანგში მოხვდა ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის ეთერში, სადაც მას ჰკითხეს – ლიონელ მესის, ჰარი კეინისა და კრიშტიანო რონალდოს ტრიოდან რომელი მოხვდებოდა მის სიმბოლურ ნაკრებში.

„სასტარტო შემადგენლობაში მესის შევიყვანდი, კეინს სათადარიგოთა სკამზე დავტოვებდი, რონალდო კი განაცხადის მიღმა დარჩებოდა, რადგან ის თავის კლუბში არ თამაშობს“, ღიმილით წარმოთქვა რუნიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,345 ნახვა
%d bloggers like this: