პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, დიდხანს ვერ გაძლებს – თავადაც გადასარევად იცის, რომ ამაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს

Nusagi

ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილიმოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს – თვითონაც გადასარევად იცის, რომ ამ თემაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა,

მისივე თქმით, მოწამვლის შესახებ ვერსია საფუძველშივე მცდარია და სააკაშვილიც ამიტომაა იძულებული თქვას, რომ „ეს მტკნარი ტყუილია“.

„როდესაც საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა ის, რომ სააკაშვილი მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და ეს გამოაშკარავებადია. ამიტომ, თვითონაც გადასარევად იცის, რომ ამ თემაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ეს ვერსია ერთი კვირის განმავლობაშიც კი ვერ იარსებებს. ამიტომ იძულებულია თქვას, რომ ეს მტკნარი ტყუილია, ვიღაცების მხრიდან მოგონილი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ რომ პაციენტს ან პატიმარს ესაჭიროება, ყველაფერზე მიუწვდება ხელი

„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს – მიკერძოებული დასკვნების კეთება ყურადღების მიღმა არ დარჩება. როდესაც ექსპერტობაზე თავს დებენ და საკუთარ სავარაუდო, სასურველ მოსაზრებებს საექსპერტო დასკვნების სახით ასახავენ, ეს არასწორი პრაქტიკაა.
არასწორია კითხვა, გააუმჯობესებს თუ არა ხელისუფლება სამედიცინო მომსახურებას – ამ დრომდეც ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ რომ პაციენტს ან პატიმარს ესაჭიროება, ყველაფერზე მიუწვდება ხელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. რატი ბრეგაძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თავის სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს თავისი ადვოკატებისთვის, რომ ეჭვი მოწამვლაზე ჰქონდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: