პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ თავზე მესამე პირში დაიწყო საუბარი, ამით მივხვდი, რომ ბოლომდე ძალიან ცუდად აქვს საქმე ამ პარტიას

Nusagi

როდესაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ თავზე მესამე პირში დაიწყო საუბარი, ამით მივხვდი, რომ ბოლომდე ძალიან ცუდად აქვს საქმე ამ პარტიას, – ამის შესახებ, – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა შეაფასა.

„ძალიან კარგი. ასე გაგრძელონ. ჩემთვის ნიკა მელიაზე და ლევან ხაბეიშვილზე უკეთესი თავმჯდომარე ამ პარტიას ვერ ეყოლება. ესეც აჩვენებს, რომ ეს პარტია დღეს გადაქცეულია კარიკატულ, კრიმინალურ თუ არა კლანურ დაჯგუფებად მაინც“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილია კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე უნდა იმსჯელონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,060 ნახვა
%d bloggers like this: