Uncategorized

სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები, მაგრამ ერთია, რომ აღმოჩენილია და მეორეა მოწამლულია თუ არა – ექსპრეზიდენტის ადვოკატმა პოზიცია შეცვალა

Nusagi

დასტურდება, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ის ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკურია, მაგრამ ის, რომ აღმოჩენილია ერთია, მაგრამ მეორეა მოწამლულია თუ არა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ნაწილზე კომენტარს ადვოკატები არ ვიძლევით. ამაზე გუშინ შევთანხმდით, რადგან ინტერპრეტაცია მისცეს ისე, თითქოს დადასტურებული ფაქტია მოწამვლა. ეს ასე არ არის. ამას სჭირდება სპეციალური კვლევა, შემდგომში ექსპერტიზები და სანამ დასკვნა არ იქნება, ასეთ კატეგორიულ განცხადებას ვერ გავაკეთებთ. დასტურდება, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ის ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკურია, მაგრამ ის, რომ აღმოჩენილია ერთია, მაგრამ მეორეა მოწამლულია თუ არა. მოწამვლა უკვე დანაშაულია. ამაზე ვამბობთ, რომ ამას სჭირდება შემდგომი კვლევაც“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გებახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უცხოელი ექსპერტიების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს თავისი ადვოკატებისთვის, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,060 ნახვა
%d bloggers like this: