პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს, როცა დასავლეთიდან ვინმე იტყვის, რომ საქართველო სტატუსს დღესვე იმსახურებს, უსამართლო გადაწვეტილებას ვერავინ შემოგვბედავდა

Nusagi

 არასამთავრობო სექტორს საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ Postv-ის გადაცემა „დღის პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის არასწორი მოქმედებების შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

„ჩვენთან რომ იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაზე ფიქრობს და არა – ქვეყნის დაქცევაზე; რომელიც გარედან კი არ იმართება, არამედ პრინციპებით ხელმძღვანელობს; ჩვენთან რომ იყოს ნორმალური ენეჯეოსექტორი და უფლებებზე ფიქრობდეს და არა რევოლუციასა და იმაზე, რასაც გარედან ჩასძახებენ და რასაც გრანტის მიმცემი უბრძანებს და ჩვენთან რომ იყოს მედია, რომელიც კანონის ჩარჩოში იქნება მოქცეული და გადაუმოწმებებლ ფაქტებს არ გადმოსცემს, შეგნებული ცილისწამება, ზიზღის, შუღლის გაღვივება თუ არ იქნება მისი მთავარი ამოცანა, გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად სულ ცოტა 3-5%-ით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა გაცილებით მეტი ფული, ვიდრე ახლა (შედის იმ სახით), რასაც დახმარება ჰქვია. ის 30 მილიონი, რომელიც შემოდის დახმარების სახით, იგივე თავდაცვის ბიუჯეტისთვის, ჩვენ გვექნებოდა საშუალება, რომ 300 მილიონით გაგვეზარდა. ასე, რომ კონსტრუქციულობა და ქვეყანაზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების საქმეში ქართული პოლიტიკური პარტიები რომ ერთიანნი იყვნენ, პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს ყოველთვის, როგორც კი დასავლეთიდან ვინმე იტყვის, რომ საქართველო სტატუსს დღესვე იმსახურებს, და რომ არასამართლიანი გადაყვეტილება იყო მიღებული, როცა უკრაინასა და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და – არა საქართველოს,  ვერავინ ვერ შემოგვბედავდა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც დასავლეთშიც უსამართლოდ მიიჩნევენ“, – განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: