საგარეო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ეყრდნობა არა საკუთარ არმიას, არამედ შამანებსა და ექსტრასენსებს, ეს ჰიტლერის ბოლო თვეებს მოგვაგონებს – ალექსეი არესტოვიჩი

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა საკუთარ არმიას, არამედ შამანებს, ექსტრასენსებსა და ასტროლოგებს.

„ასტროლოგების, შავი მაგის და ექსტრასენსების პოზიციების გაძლიერება პუტინის დაცვაში რაციონალური პოლიტიკის არასტაბილურობაზე მოწმობს. რუს მეფეებს წაგებული ომები არ ეპატიებათ. დასასრულის წინასწარმეტყველება ფსიქიკას არღვევს და იმედს საჭიროებს. ვინაიდან სამხედროებს არ შეუძლიათ ასეთი იმედის მიცემა, ის შამანებსა და ასტროლოგებსა შორის უნდა მოიძებნოს. ასე იყო ადოლფ ჰიტლერთანაც“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ასტროლოგებისა და ექსტრასენსების გავლენის გაზრდა პუტინის დაცვაში ნიშნავს შიდა დაძაბულობის ზრდას რუსეთში.

„სუროვიკინის არმიამ არ იმუშავა, სასწაული იარაღი – ირანული დრონები – არ მუშაობს. ახლა ასტროლოგების ეტაპია. კარგია. ეს მოგვაგონებს მისი წინამორბედის (ჰიტლერის) ბოლო თვეებს ბუნკერში“, – დასძინა არესტოვიჩმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,402 ნახვა
%d bloggers like this: