“ბოდიშს ვუხდი გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ეს უნდა ითქვას… ლექსო ლაშქარავას საქმეზე მედია ტრიპი რა იყო? მედია ტრიპი იყო, რომ ის ვიღაცეებმა მოკლეს. ხომ ტყუილი იყო? მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ტყუილი იყო,-ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ლექსო ლაშქარავა იმიტომ მოკვდა, რომ მისმა მეგობრებმა ნარკანის ყიდვა ვერ შეძლეს აფთიაქცში, რადგან კანონით, ურეცეპტოდ არ გაიცემოდა.
„ეს კაცი სახელმწიფოს გამო მოკვდა. სახელმწიფოს გამო იმიტომ მოკვდა, რომ აკრძალული გვქონდა ნარკანი. კადრები ხომ ნახეთ კაცო, ხომ ნახეთ, სადაც მეგობრები ეძებენ ნარკანს და იქ რეცეპტს სთხოვენ, არ გაიცემა ისეო. და კაცი მოკვდა. ჩვენ, როდესაც ეს გავიგეთ, მივედით ჯანდაცვის მინისტრთან, მაშინ სხვა მინისტრი იყო. მივედით შს მინისტრთან, ჯანდაცვის კომიტეტთან- ბ-ნ ხუნდაძესთან. მადლობა მინდა ამ ხალხს გადავუხადო- მათთან ერთად შევიმუშავეთ ჯანდაცვის პროექტი. მივიღეთ კანონი, რომ ნარკანი გაიცემა ურეცეპტოდ.
მაგრამ მედიამ ხომ არ თქვა სიმართლე. დღესაც ხომ არასწორ რამეს ითხოვს, როდესაც ციხეში მჯდომი ადამიანების გასამართლებას ითხოვს მკვლელობის მუხლით. რაც უფრო მეტს ილაპარაკებ ამაზე, ხომ გაარკვევენ, რომ მატყუარა ხარ. ასეთი ტყუილებით არის სავსე მედიაში ყველა სიუჟეტი. ეს მე ხელს მიშლის. ამის მერე, ამ თემაზე მე ვინ დამიჯერებს რამეს? თემის ასაწევად რაც სჭირდებათ, ის ჰგონიათ მთავარი და ჭეშმარიტებას ფეხებზე იკიდებენ. განაცხადა იაგო ხვიჩიამ.