საზოგადოება

„კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ – დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

Nusagi

აღსრულების სამსახური ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მეგრელიშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურას იწყებს.

მეგრელიშვილების ოჯახი, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ქალი ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან. 

საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები არიან შეკრებილი.

მათივე განცხადებით, ისინი არ მისცემენ საშუალებას აღსრულების პოლიციას საცხოვრებელ კორპუსში შევიდეს და ორი მცირეწლოვნით ოჯახი გამოასახლოს. 

როგორც ცნობილია, მეგრელიშვილების ოჯახმა კერძო მევახშისგან ვალი 5 წლის წინ 10 ათას დოლარამდე აიღო, რაც წლების განმავლობაში პროცენტის სახით 38 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

„რამდენიმე წლის წინ დაიწყო 6000 დოლარიდან და ავიდა 38 ათას დოლარზე, ოღონდ სარგებელი იქიდან ჩვენ არ გვინახავს. 38 ათას დოლარად ქალბატონს უნდა ეს ბინა მიისაკუთროს. ადვოკატის პირით შევუთვალეთ, რომ გაიყიდოს სახლი, აიღოს თავისი კუთვნილი ფული და მე გირის ფული რომ დამრჩეს იმისთვის, ქუჩაში არ დავრჩე. ალტერნატივა არ მაქვს“, – აცხადებენ მეგრელიშვილების ოჯახში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,811 ნახვა
%d bloggers like this: