უცხოური მედია

მაია სანდუ მოსახლეობას მკაცრი ზამთრის შესახებ აფრთხილებს: არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავათბობთ და გავანათებთ ჩვენს სახლებს

Nusagi

პარიზში, მოლდოვის მხარდასაჭერად 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა, სადაც მოლდოვას პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

მაია სანდუმ მოსახლეობას გააფრთხილა, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. 

„ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არა ხელმისაწვდომი და საკმაოდ მაღალი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ჩვენ სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იგივე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: