საზოგადოება

მომდევნო კვირაში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას გადაწყდება, ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას

Nusagi

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს მხარი დაუჭირა, გარდა იმისა, ვინც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ან პარლამენტში გასაუბრებაზე არ მივიდა.

პროცედურის მიხედვით, მომდევნო კვირაში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას გადაწყდება ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. მანამდე კი, პოლიტიკური კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებულია. ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც პოლიტიკურ კონსენსუსს ნიშნავს.

„კარგი იქნება, თუ გაიმართება კონსულტაციები, იმიტომ რომ თუ კენჭისყრა იქნება მომავალ კვირას და ყველა კანდიდატი ჩავარდება და სახალხო დამცველს ვერ ავირჩევთ, ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვასრულებთ ერთ-ერთ რეკომენდაციას“, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„კონკრეტულ კანდიდატებზე ჩვენი მხრიდან საუბარი შეთავაზების სახით არ გაკეთებულა, მაგრამ ის, რომ მოლაპარაკებების კარი ღიაა და ველოდებით ოპოზიციის ჩართულობას, ეს შემიძლია დავადასტურო. არაერთხელ საჯაროდაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ მოწადინებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტი იყოს ჩართული კეთილსინდისიერი განწყობით, ულტიმატუმებით საუბრის გარეშე“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,548 ნახვა
%d bloggers like this: