საზოგადოება

პაატა მანჯგალაძე – იმისათვის, რომ სპეკულაციები მორჩეს, დეოლიგარქიზაციაზე ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგვზანოთ

Nusagi

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სპეკულაციები მორჩეს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

„ირაკლი კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის კანონმდებლობის კოპირება სხვადასხვა შედეგს იძლევა. შესაბამისად, უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგვზანოთ. რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის უნდა განვიხილოთ. არგუმენტი რომ დეკემბერში უნდა დავასრულოთ, ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან როგორც პარტნიორები გვეუბნებიან, საბოლოო შეფასება წლის ბოლომდე არ იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: