პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი – ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი, ისინი ითხოვენ მმართველობითი სისტემის შეცვლას

Nusagi

ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი, ისინი ითხოვენ, მმართველობითი სისტემა შეიცვალოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი დიდი ალბათობით, ნეგატიურ დასკვნას მიიღებს.

„უცნაური კანონპროექტების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ არარსებულ პრობლემას ვაგვარებთ. ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი. ისინი ითხოვენ, რომ მმართველობითი სისტემა შეიცვალოს. ანუ, ინსტიტუციურად შევცვალოთ ის, თუ როგორ იმართება ჩვენი ქვეყანა. ამასთან არაფერ შუაშია ივანიშვილის თუ კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა. ეს საბოლოო ჯამში, სისულელე გამოვა და არავინ იქნება კმაყოფილი, დიდი ალბათობით, ევროპელებიც კი არ ჩაგვითვლიან ასეთ შესრულებას. „ქართულ ოცნებას“ დისკუსია ამ ჭრილში რატომ გადაჰყავს, ეს შეიძლება, ახსნადი იყოს, მაგრამ ოპოზიციას ასეთი კანონპროექტი რატომ სჭირდება? „ქართული ოცნება“ ამ პუნქტის შესრულებას ფორმალისტურად უდგება – სადღაც ტექნიკურად წერია და თან ბარემ, რომელიღაც პოლიტიკურ კონკურენტს იშორებს, ორმაგ სარგებელს მიიღებს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მიზნები უცნობია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი გვქონდა და ყველა ვთანხმდებოდით, რომ კანონის მიღება სისულელეა და უნდა ვიმუშაოთ სასამართლოს მიმართულებით. ყველას ესმის, რომ კანონპროექტი არსებულ პრობლემაზე მორგებული უნდა იყოს და არა, მოგონილზე. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ კანონპროექტი დიდი ალბათობით ნეგატიურ დასკვნას მიიღებს და ცდილობს, ფორმალისტურად გამოძვრეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: