უცხოური მედია

უცნობმა პირებმა მალის დედაქალაქში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს

Nusagi

სავარაუდოდ, ისლამური ექსტრემისტული ჯგუფის წევრებმა მალის დედაქალაქ ბამაკოში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს. 

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, მეუფე ჰანს-იოახიმ ლოჰრე ქალაქის სხვა ნაწილში მესას ჩასატარებლად ემზადებოდა, როდესაც ის გაიტაცეს. 

ისლამურ-ქრისტიანული მომზადების ინსტიტუტის თანამშრომლის თქმით, ინსტიტუტის ეზოში შავი მანქანა ნომრის გარეშე იყო გაჩერებული. 

მღვდლის გატაცების შემდეგ, გამომძიებლებმა მღვდლის ჯვარი იპოვეს.  

„მისი მანქანის კარი ღია იყო და მიწაზე ნაკვალევი იყო, თითქოს ვიღაც ჩხუბობდა”, – თქვა ინსტიტუტის თანამშრომელმა დია მონიკ პარემ.

გერმანელი მღვდლის გატაცებაზე, რომელიც 30 წელზე მეტია მალიში იმყოფება და ისლამურ-ქრისტიანული მომზადების ინსტიტუტში ასწავლის, პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

თუმცა, ეჭვი მაშინვე გაჩნდა ისლამის ექსტრემისტებზე, რომლებმაც არაერთი უცხოელი გაიტაცეს და შემდგომ გამოსასყიდი მოითხოვეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: