სოციალური ქსელები და მედია

ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ქსელური ოპერატორების ფორუმზე ისაუბრა

Nusagi

კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით ქსელური ოპერატორების ფორუმი NOG2022 გაიხსნა. პირველი პანელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ეკა ყუბუსიძესთან და RIPE NCC-ის რეგიონალური ჩართულობის მენეჯერთან ვაჰან ოვსეპიანთან ერთად გახსნა  საქართველოსა და რეგიონის საერთაშორისო შეერთების გამოწვევას დაეთმო. 

ეკატერინე იმედაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე, ციფრული დერეფნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ასევე რეგიონში ციფრული სერვისების მიმწოდებელი ჰაბის ფორმირების პროცესში, სატელეკომუნიკაციო სექტორის და კომუნიკაციების კომისიის, როგორც დარგის ექპერტისა და ზედამხედველის როლზე ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება, მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის ასევე არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ჰარმონიზებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოს  მეშვეობითაა შესაძლებელი.  

„დღევანდელ დღეს უკვე სახელმწიფო სტრატეგიაში პრიორიტეტად გაიწერა  საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის  ათვისება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოხდება სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და განხორციელდება საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბების ღონისძიებები. ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის  გახსნის და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი – რადგან სწორედ ტელეკომის  ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა სერვისებმა. ამასთანავე, კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი თავის უპირველეს ამოცანებში განსაზღვრავს ტელეკომის ბაზრის გახსნას – ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ინფრასტრუქტურის გაზიარების ჩარჩოს შექმნას, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზებას, მოქნილი და ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემოს მაქსიმალურად მისადაგებას ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციების წასახალისებლად. დარგის ცოდნის და პოტენციალის გაზრდის მიზნით, მარეგულირებელ თუ სხვა დარგის მოწინავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ მიმართულებებს შორის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი ქვეყანაში ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით – რაც ასევე კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“ – განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: