Uncategorized

„არავის უკან დასადგომი მერაბიშვილს არაფერი სჭირს და თუ გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს“ – დავით კირკიტაძე

Nusagi

„არავის უკან დასადგომი მერაბიშვილს არაფერი სჭირს და თუ გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

პარტიის წევრების ნაწილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის პერსონის წამოწევა, ენმ-ის მუდმივად ოპოზიციაში  დარჩენას ნიშნავს. 

დავით  კირკიტაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თავის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარეობისთვის უნდა დააყენოს. 

„არავის უკან დასადგომი ვანო მერაბიშვილს არ სჭირს და მეორე, თუ ის გადაწყვეტს ამ განცხადების გაკეთებას და ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.

რაც შეეხება მათ მოგონილ და შეთხზულ ამბებს, თქვან პირდაპირ და ღიად, მათ მოსწონთ ის როგორ  მდგომარეობაშიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კი ბატონო, აქვთ არჩევანი. ხატავენ აპოკალიფსს,  ვურჩევდი დამშვიდდნენ.

რაშიც მინდა დავეთანხმო ხატია დეკანოიძეს არის ის, რომ მას სულ აქვს კარგი სურვილები. თუ აქვს სურვილი, მანაც დააყენოს თავის კანდიდატურა და შესაბამისი მხარდაჭერაც ექნება დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს დავით კირკიტაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,574 ნახვა
%d bloggers like this: