საზოგადოება

ბაჩო დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებზე: მე ვერ ამიხსნია, რატომ უნდა მაკონტროლებდეს ვინმე ვის რატომ მივეცი ხმა

ორი საკითხია დავის საგანი. პირველი, უნდა იყოს თუ არა გამოყენებული „ფეისბუქი“, სადაც მანიპულირების საშუალება საკმაოდ მაღალია. თუ უნდა გამოვიყენოთ ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც დაცულობის თვალსაზრისით გაცილებით წინ არის. მეორე, ხმის მიცემის მიცემის პროცესი უნდა იყოს გახსნილი თუ არა, – „ნაციონალურ მძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ამავე პარტიის წვერმა ბაჩო დოლიძემ ისაუბრა.

„მე ვერ ამიხსნია, რატომ უნდა მაკონტროლებდეს ვინმე ვის რატომ მივეცი ხმა“, – განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილია კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე უნდა იმსჯელონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,800 ნახვა
%d bloggers like this: