უცხოური მედია

„ემანუელ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ. არ მინდა რუსეთთან ომი“ – რუსი პრანკერი პოლონეთის პრეზიდენტს მაკრონის სახელით ესაუბრა  

Nusagi

პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსმა პრანკერებმა მაკრონის სახელით პრეზიდენტ ანდჟეი დუდას დაურეკეს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც YouTube-ზე საუბრის ვიდეო გამოჩნდა. საუბრის ავთენტურობა დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმაც.

7,5-წუთიან საუბარში, რომლის ვიდეოც რუსმა ბლოგერებმა ვოვანოვმა და ლეკსუსმა განათავსეს, ისმის როგორ ესაუბრება დუდა ინგლისურად პირს, რომელიც მას მაკრონად გაეცნო და ფრანგული აქცენტით ცდილობს ლაპარაკს.

როგორც Reuters წერს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსმა პრანკერებმა დუდას დაურეკეს.

“ემანუელ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ. არ მინდა რუსეთთან ომი და დამიჯერეთ, ძალიან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვარ”, – ამბობს დუდა სატელეფონო საუბრისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,467 ნახვა
%d bloggers like this: