პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე საერთოდ არ მჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ვერავის დავავალებ რაც არ მჭირდება, გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში

Nusagi

მე არ ვუშვებ, რომ ქალბატონი კელი დეგნანი ან ევროკავშირის ის თანამდებობის პირი, რომელმაც ეს წერილი მოიწერა, გულწრფელი არ იყოს თავის ნათქვამ სიტყვებში, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი რომ ცდება, ეს ფაქტია, რადგან ამ 2 წერილის შინაარსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მე საერთოდ არ მჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და მე ვერავის ვერ დავავალებ, ის, რაც არ მჭირდება, გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

თუმცა, „ქრონიკამ“ გუშინ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,345 ნახვა
%d bloggers like this: