სოციალური ქსელები და მედია

ილონ მასკი: ისე უნდა გაკეთდეს, რომ იარაღიც რომ დამადონ, სხვისი შეტყობინების წაკითხვა ვერ შევძლო

„ისე უნდა გაკეთდეს, რომ შუბლზე იარაღიც რომ მომადონ, სხვისი პირადი შეტყობინების წაკითხვა ვერ შევძლო,-ამბობს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ახალი მფლობელი ილონ მასკი.

მასკმა განაცხადა, რომ „ტვიტერზე “პირადი შეტყობინებების დაშიფვრის სისტემას შემოიღებს, ასევე დაშიფრული იქნება პირადი აუდიო-ვიდეო ზარები,-ამის შესახებ მასკმა სან-ფრანცისკოში თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ურთიერთობა ისე, რომ არ იდარდონ კონფოდენციალობაზე, არ იფიქრონ იმაზე, რომ შესაძლოა, მათი მონაცემები და ყველა პირადი შეტყობინება ქსელში მოხვდეს. არ იფიქრონ იმაზე, რომ ტვიტერზე მათ ვიღაც უთვალთვალებს. ყველამ ვიცით, რომ ეს რამდენჯერმე მოხდა“,-განაცხადა მასკმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი მართლაც ჰქონდა. 2018 წელს სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში კომპანიებსა და მათ კლიენტებს შორის გარკვეული მიმოწერა გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 2022 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ ტვიტერის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი გაასამართლა საუდის არაბეთისთვის ტვიტერის მომხმარებლების მონაცემთა გადაცემის გამო. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,638 ნახვა
%d bloggers like this: