რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დღეს სარაკეტო იერიში განახორციელეს. ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, შეტევა ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტზე განხორციელდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილიდან გამოცხადდა.
ასევე, რუსულმა ძალებმა რაკეტებით კიევის ოლქიც დაბომბეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
Facebook Comments Box