საგარეო პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ

Nusagi

რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

მისი თქმით, გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი.

„ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში. ეს უფრო მეტად არის საჭირო დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გახდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტია.

ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია.

მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და „გაფართოებით დაღლილობის“ გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობასა და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,800 ნახვა
%d bloggers like this: