პოლიტიკა

„შვილო ხატია, ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები“ – თამარ ჩერგოლეიშვილი ხატია დეკანოიძეს

Nusagi

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და რეგიონში ცნობილი ადამიანი, ამ კრიტერიუმებს კი, დეკანოიძის თქმით, ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს. 

„შვილო ხატია, კეზერაშვილის მინიონებში – ელენეში, ზურაში და ვაშაძეში გაბუდნიან მაგ ქურქუმალს და ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები. გეგმა ესაა.

არ გამოუვათ, მაგრამ არავინ ფიქრობს ხაბეიშვილის პრემიერობას – მეტი დარდი არ აქვს ვანოს.
ფიქრობენ, რომ ნაცებს მოახტებიან და მერე ქადაგიძეს, ან რომელიმე „ლამაზ“ ჯუჯალარს გამოაგორებენ და ეგაა“, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი. 

ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი, უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, რა თქმა უნდა ინგლისურს, უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის მკაცრი სტრატეგია როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორი წარმოუდგენია, ერთ თვეში მაგალითად, სად არის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება. მე მგონი ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ახლა რაც ხდება ეს პარტიას არ გააძლიერებს“, – განაცხადა დეკანოიძემ ტვ პირველთან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,496 ნახვა
%d bloggers like this: