ბიზნესი

ციფრულ ბანკ “პეისერა საქართველოს” დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს

Nusagi

საქართველოს საბანკო სისტემას ახალი, რიგით მეთხუთმეტე მოთამაშე შეემატა, საუბარია “პეისერა საქართველოზე”, რომლის გენერალური დირექტორიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია, ხოლო მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი თევდორაშვილი, რომელიც “პალიტრა ჰოლდინგის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. “პეისერა საქართველო” ციფრული ბანკი იქნება და ის კლიენტებს მომსახურებას ფილიალების გარეშე გაუწევს.

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “პეისერა საქართველომ” სებ-ში 5 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალის არსებობა დაადასტურა.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე ნაწილდება:

თავმჯდომარე/წევრი: ლაშა კახიშვილი;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი თევდორაშვილი
წევრი: გიორგი მიროტაძე;
წევრი: ნინო მეფარიშვილი;

ბანკის დირექტორატი ასე ნაწილდება:

გენერალური დირექტორი: დიმიტრი ქუმსიშვილი;
ფინანსური დირექტორი: გიორგი ჩრდილელი;
 რისკების დირექტორი: ირაკლი თოიძე.

“პეისერა საქართველო”, როგორც იურიდიული პირი 2022 წლის 1 მარტს დაფუძნდა. 

“პეისერა საქართველო სარგებლობს ციფრული ბანკებისთვის განსაზღვრული შეღავათით საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებით. კერძოდ კი, თუკი ჩვეულებრივი საბანკო ლიცენზიის მისაღებად საჭიროა 50 მილიონი ლარი საზედამხედველო კაპიტალი, ციფრულმა ბანკმა შესაძლოა საქმიანობა დაიწყოს ამ თანხის 10%-ის შესაბამისი, ანუ 5 მილიონი ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალით. რა თქმა უნდა, ციფრულმა ბანკმა გარკვეულ ვადებში უნდა შეავსოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 50 მილიონ ლარამდე და აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში. ციფრულმა ბანკმა, დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული პროცესის არაუმეტეს 1 წლის ვადით გაგრძელება,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

“ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

სს “პეისერა საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. მიმდინარე ეტაპზე ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

bm.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,436 ნახვა
%d bloggers like this: