პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ლევან ხაბეიშვილს კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა

Nusagi

მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით უფრო ნაკლები ხარისხით აქვს, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„თუ ჩემი პარტია და პირადად მე ვერ შევასრულებთ იმ ორ ამოცანას, რომელიც გვაკისრია ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას პოლიტიკაში, მე ჩემ თავს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში. ლევანის გადასაწყვეტია ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ, რა არის მისი დამოკიდებულება მე არ ვიცი, ეს კამპანია, რომ გაიხსნება მერე ამით უფრო მეტი გახდება ცნობილი. მაგრამ პირადად გეტყვით, რომ ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდ პატივს, იგი არის ჩვენი დეპუტატი, მეგობარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კვალიფიკაცია რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, მას გაცილებით უფრო ნაკლები ხარისხით აქვს, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილია კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე უნდა იმსჯელონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,760 ნახვა
%d bloggers like this: