პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც, ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს

Nusagi

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, უკვე დაშლილი პოლიტიკური სუბიექტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევასა და პარტიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაშლილია და ისეთი არ არის, როგორიც იყო თუნდაც, გუშინ და გუშინწინ.

„ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს არის სრულიად ლოგიკური. როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც, ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ეს ჩემი შეფასება არაა და ეს რომ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ იხილოთ ხატია დეკანოიძის მოსაზრება – პარტიას, რომლის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მგონი, ქართულიც არ იცის, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიას რაიმე მომავლისთვის პრეტენზია ჰქონდეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,062 ნახვა
%d bloggers like this: