საზოგადოება

„არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“ – ზურაბიშვილი

Nusagi

„გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ ვიქცევით ისე, თითქოს სახელმწიფოდ ახლა ვიბადებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ამ ინსტიტუტების პატივისცემა გაგვაჩნია. 

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია მართლმსაჯულების რეფორმა და მისი ბოლომდე მიყვანა.

„პირველად, შეიძლება ბოლო პერიოდში, შეძლებენ პარტიები და ყველა შეძლებს, რომ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენონ. ძალიან ახლო ისტორიაში სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ეს არის ის, რაც ვერ შევძელით.

ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ესეც ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას, ჩვენ სად ვიყავით და სად ვართ.

ახლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, თითქოს დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, აბა მოდით, იმუშავეთ ამ კუთხით და შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,412 ნახვა
%d bloggers like this: