ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინელებს უკვე პრეტენზიები აქვთ მათ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ვაკვირდები უკრაინას. დღეს უკრაინის მოსახლეობა იწყებს პრეტენზიების გამოთქმას თავიანთი ხელმძღვანელობის მიმართ. როცა ხალხს არაფერი აქვს საჭმელი, როცა სახლში ცივა, როცა მთელი ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია, უბრალო ხალხი იტანჯება. და, აი, ალტერნატივა – ბიჭებო, დაჯექით და ისაუბრეთ.
და ის, რომ მის ტერიტორიაზე არის კონფლიქტი, ომი – ერთ-ორ წელიწადში ხალხი მას დაადანაშაულებს: „აქ საკითხავი ის არ არის, ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი. რატომ არის ომი თქვენს ტერიტორიაზე?“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
Facebook Comments Box