საგარეო პოლიტიკა

აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე – Politico

Nusagi

შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე. ამის შესახებ Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე, მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შემოდგომაზე პენტაგონმა გაგზავნა გუნდები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რათა მათი შეიარაღებული ძალები გასცნობოდნენ პროცედურებს ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო კიევის ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული თავდაცვა, როგორც მილიარდი დოლარის უსაფრთხოების ნაწილი.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, პირველად გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში, სანამ ნატოსთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართავს, თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ტერიტორიის დაკარგვას.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე სადაზვერვო მონაცემი, რომელიც მიუთითებს უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე.

„მაგრამ ბრძოლის ველზე ზარალის გაგრძელების ან რუსული არმიის სრული დაშლის შემთხვევაში, ზოგიერთი მაღალჩინოსანი, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას – მათ შორის იარაღის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ასეთი თავდასხმა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქიმიურ ნივთიერებებთან, რომელთა დამალვაც ადვილია, რაც დასავლეთის ქვეყნებისთვის მოსკოვის დადანაშაულებას ართულებს. რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ფარმაცევტულ საშუალებებზე დაფუძნებული აგენტები, რომლებიც ცნობილია როგორც PBA.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,067 ნახვა
%d bloggers like this: