საზოგადოება

„დრო არ ითმენს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

Nusagi

„დრო არ ითმენს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე  ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს, რათა  პრეზიდენტს გააცნობს საექსპერტო დასკვნასაც, რომელიც ხვალ ან ზეგ უკვე ექნება. 

„გთხოვთ აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, რადგან დრო არ ითმენს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა  არის უკიდურესად მძიმე, ნებისმიერ წუთს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა. 

ვითხოვთ, რომ შეხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე, საექსპერტო დასკვნა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. 

ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე, საექსპერტო დასკვნა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. შეწყალებაზე არ მივმართავთ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და ვნახოთ, შევხვდებით, ვთხოვთ სასჯელის გადავადებას“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა, ის  ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,500 ნახვა
%d bloggers like this: