საგარეო პოლიტიკა

ზელენსკის რუსეთის ფედერაციის „მოსკოვის ფედერაციად“ გადარქმევა შესთავაზეს

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე გაჩნდა პეტიცია, რომლის ავტორები სთავაზობენ უკრაინის პრეზიდენტს, რომ რუსეთს „მოსკოვია“ დაერქვას. ამის შესახებ regnum.ru იუწყება. 

ასევე, დოკუმენტში არის მოწოდება, რომ ტერმინი რუსული მოსკოვურად შეიცვალოს, ხოლო რუსეთის ფედერაციას „მოსკოვის ფედერაცია“ დაერქვას.

საკითხის განსახილველად პეტიციამ 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს. ხმების მიცემა 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ცნობისთვის, „მოსკოვია“, იგივე „მოსკოვის დიდი სამთავრო“ იყო ფეოდალური სახელმწიფო დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა XIV საუკუნის შუა წლებში მოსკოვის სამთავროს გაძლიერების შედეგად. XV საუკუნის II ნახევარში მოსკოვის დიდ სამთავროში მიმდინარეობდა ხანგრძლივი შიდა ფეოდალური ომი, რომელიც ვასილი II ვასილის ძის (1524-1462) გამარჯვებით დასრულდა. ამ დროს მოსკოვის დიდი სამთავროს ტერიტორია შეადგენდა 430 ათ. კმ², ხოლო მოსახლეობა 3 მლნ. ადამიანს. XV საუკუნის II ნახევარში მოსკოვის დიდი სამთავრო (მოსკოვია) ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,402 ნახვა
%d bloggers like this: