საზოგადოება

იზა ომაძე კავილაძის დედას, ნათია ჯაფარაშვილს მოუწოდებს, მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას, რის გამო მოკლეს მისი შვილი ნიკა კვარაცხელია

Nusagi

გიორგი კავილაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა, – ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. პირველ სხდომას მოკლული ახალგაზრდის დედა ესწრება. იზა ომაძე, მსჯავრდადებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძისგან მკვლელობის დამკვეთების დასახელებას ითხოვს. მსჯავრდადებულები კი ამტკიცებენ, რომ მკვლელობა ჯგუფურად არ ჩაუდენიათ და აქამდე უცნობი მოწმეების გამოკითხვაც მოითხოვეს.

„მინდა, ერთ-ერთი მკვლელის დედას განსაკუთრებით, გიორგი კავილაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმიტომ, რომ მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას, მოჰყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იმდენი რამ გაცხადდება! ძალიან ბევრი რამ განცხადდება, რადგან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ძალიან შორს მიდის. მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ – ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან დამკვეთები, ვინ არის ის სამსახური, რომელიც ასე პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს.

კავილაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კავილაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა“, – განაცხადა ომაძემ.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გასული წლის18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. 2021 წლის 20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ნიკა კვარცახელია გასული წლის 15 სექტმებერს, ფიქრის გორაზე ჩაცხრილეს, დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,788 ნახვა
%d bloggers like this: