საზოგადოება

კახა კალაძე – ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება

Nusagi

ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნული პროექტის ადგილმონაცვლეობის შესახებ, რაც მერიამ ინვესტორებს შესთავაზა, კალაძე ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ეს პროცესი, რა გადაწყვეტილებებია. ერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება. ეს ყოველთვის იყოს პარკის ტერიტორია და ამ ფორმით დარჩება თბილისს და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,067 ნახვა
%d bloggers like this: