უცხოური მედია

„კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ – ვიტალი კლიჩკო

Nusagi

კიევის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება დაბრუნდა. 24 ნოემბრის დილით დედაქალაქის მოსახლეობის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„კიევვოდოკანალის ენერგეტიკოსები და სპეციალისტები მთელი ღამე მუშაობდნენ დედაქალაქის სიცოცხლის საყრდენის აღსადგენად. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. მარჯვენა მხარეს ვგეგმავთ მის აღდგენას დილით. დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა კლიჩკომ.

10 ოქტომბრის შემდეგ 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეშვიდე მასიური თავდასხმა განხორციელდა. DTEK-მა განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის მე-14 ტერაქტი მის ენერგეტიკულ საწარმოებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,811 ნახვა
%d bloggers like this: