პარლამენტის ვცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა ესპანეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„მიმაჩნია, რომ ესპანეთი ევროკავშირში არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ყველა დონეზე უჭერს მხარს, რომ სტატუსი მოიპოვოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ყველა წევრ ქვეყანასთან ინტენსიური მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გავუშვათ ხელიდან, რომელიც ამ შემთხვევაში მოგვეცა“, – განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს, ესპანეთსა და პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.