საზოგადოება

კახა კალაძე: რაც იყო ჩემი საარჩევნო დაპირებები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზედმიწევნით შევასრულო და ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, მოწესრიგებული, უფრო მწვანე და უფრო კომფორტული

Nusagi

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვ ერთ რამეს: ერთი კონკრეტული ფაქტი მაინც წარმოადგინონ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ რაღაც იმაიმუნა, მაგრამ პრობლემა აქ სხვა რამეშია – როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, სჩადიოდნენ და აკეთებდნენ ყველანაირ სიბინძურეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს მათი ხელისუფლების პერიოდში როგორც მოიპარეს 50 მილიონი ლარი. ამიტომ ისინი ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ სხვაც იგივე სიბინძურის გამკეთებელია. ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მეც იგივეს ვიკადრებ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორია პირადად ჩემი მიდგომა. შესაბამისად, მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. საერთოდ არაფერს წარმოადგენენ ჩემთვის, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. რაც იყო ჩემი საარჩევნო დაპირებები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზედმიწევნით შევასრულო და ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, მოწესრიგებული, უფრო მწვანე და უფრო კომფორტული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,874 ნახვა
%d bloggers like this: