საზოგადოება

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი – მარიამ ჯიშკარიანი

Nusagi

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

ჯიშკარიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საქართველოს ციხეთა სისტემაში საფრთხის ქვეშაა. 

„ექსპერტთა ჯგუფი მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არა ადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც.

მოვუწოდებ პირადად მე, ახლა აქედან სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებონ, საკითხი არის ძალიან სერიოზული და სანამ არ მომხდარა დიდი სკანდალი, მიიღონ ზომა, სასწრაფოდ დღესვე გადაყვანილ იქნეს მიხეილ სააკაშვილი შარიტეს კლინიკაში, მომდევნო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

შესაძლებელია, წუთი წუთზე დადგეს სავალალო შედეგი, შესაბამისად, დრო გართობის და სასამართლოების არ არის. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადამწყვეტი ნაბიჯი, დღესვე შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, ვინაიდან მისი სიცოცხლე საქართველოს ციხეთა სისტემაში არის საფრთხის ქვეშ“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,548 ნახვა
%d bloggers like this: