სამართალი

ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს

Nusagi

ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოების მღელვარება იყოს.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს. ამას შეიძლება, საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: