პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე

Nusagi

ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის“ კანონის არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინულ კანონზე და ამუშავებს კანონს, ამზადებს დასკვნას, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს და ვენეციის კომისია პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,203 ნახვა
%d bloggers like this: