უცხოური მედია

დავით არახამია ვიტალი კლიჩკოს შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს

Nusagi

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა.

მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება.

„კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიორიტეტად. რუსეთი გააგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ჩვენი მიზანია, კიევში შევქმნათ სტაბილურობის წერტილები, სადაც მოქალაქეები კრიტიკულ დროს მხარდაჭერას მიიღებენ. ან ამას გააკეთებენ ქალაქის ხელისუფლების წევრები, ან ჩვენ ვიპოვით მათ, ვისთვისაც 3 მილიონი კიეველის ბედი სულერთი არ არის. ჩვენ ორივე ვარიანტი გვაწყობს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ამ თემაზე არ იქნება და არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა არახამიამ.

უკრაინის დედაქალაქში ე.წ. უძლეველობის პუნქტები რუსეთის სარაკეტო დარტყმების შემდეგ გაიხსნა. ამ პუნქტებში მოქალაქეები ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გამორთვის შემთხვევაში საჭირო სერვისებს იღებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მოქალაქეების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დედაქალაქში აღნიშნული პუნქტები არასათანადოდ მუშაობს. ამის გამო, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უსაყვედურა და ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ ის პოლიტიკურ ბატალიებში არ ჩაერთვება.

„აღვნიშნავ, რომ არ გვინდა მანიპულაციები. გუშინ მე შევხვდი მმართველი პარტიის დეპუტატებს, რომლებიც პირადად იმყოფებოდნენ „უძლეველობის პუნქტებში“ და მითხრეს, რომ ყველა ეს პუნქტი ღიაა და კარგად მუშაობს. შემდეგ კი, სოციალურ ქსელებში რაღაც ფოტოები გამოაქვეყნეს. ეს რბილად რომ ვთქვათ, ლამაზად არ გამოიყურება როგორც უკრაინელებისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვიმუშაოთ და არ დავიწყოთ რაღაც გაუგებარი პოლიტიკური ცეკვები“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,179 ნახვა
%d bloggers like this: