დასაგმობია ყველა ის განცხადება, რომელიც საპატრიარქოს მიმართებით საკმაოდ ხმამაღალ და ამორალური შინაარსს მქონე ტექსტებს შეიცავს, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ფაქტზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ დაზარალებული მონაზვნის ფოტოს გამოქვეყნება ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს სცდება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფოტო იყო გამოქვეყნებული და ამაზე საპატრიარქომ სათანადო განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ეთიკურობის ყოველგვარ ზღვარს სცდება და ერთი მხრივ, გამოძიების მსვლელობისას მის საქმეში უხეში ჩარევაა და მეორე მხრივ, დაზარალებულის მიმართ არაეთიკურ ქმედებას წარმოადგენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული