საზოგადოება

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება, – ამის შეახებ განცხადება ილჰამ ალიევმა გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთი წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ალიევის თქმით, დღეისთვის აზერბაიჯანი ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემების, საჰაერო და გადაზიდვებისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის ახორციელებს.

ილჰამ ალიევის მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაზე ინვესტირებას, წლიურად ტვირთების გამტარობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზნით განახორციელებდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,039 ნახვა
%d bloggers like this: