ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებენ, რომ კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდა შეინიშნება.
ინფექციონისტები მდგომარეობის გართულებას დეკემბერ-იანვარში ვარაუდობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
„მომართვიანობა როგორც კლინიკაშია მომატებული, ასევე, ამბულატორიულ სექტორშიც. მაღალი სიხშირით არის გავრცელებული რესპირატორული ვირუსი და რინოვირუსი, ასევე, დაახლოებით შემთხვევათა 20% საშუალოდ არის კორონავირუსული ინფექციით განპირობებული. გარდა ამისა, არის გრიპის A ჯგუფის რამდენიმე შტამი გავრცელებული“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს.
„შემთხვევის მატება აღინიშნება და შესაძლოა, შემთხვევებმა კიდევ უფრო მეტად მოიმატოს. ჭარბობს – რინოვირუსები. ინფიცირებული ადამიანები უნდა მოერიდონ საზოგადოებაში კონტაქტს და არ გაავრცელონ ინფექცია. უნდა გაიკეთონ ვაქცინა, როგორც კორონავირუსის, ასევე, გრიპის“, – აღნიშნავს ოთარ ჩოკოშვილი.