საზოგადოება

მმართველ პარტიას არ უნდა საზოგადოებას დაანახოს რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი ძმა – გიორგი სააკაშვილი

Nusagi

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის გიორგი სააკაშვილის თქმით, ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე იყო. 

გიორგი სააკაშვილის თქმით, მმართველ პარტიას არ სურს საზოგადოებას დაანახოს რა მძიმე მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი. 

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, რომელიც 7 თვის წინ იყო და ორჯერ გახდა შეუძლოდ, პროცესიდან მისი გაყვანა გახდა საჭირო. 

ხშირად მიწევს ჩემი ძმის მონახულება და დაგიდასტურებთ, რომ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ კი, ნამდვილად ყველა ექიმი მაქსიმალურს ცდილობს, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა „ვივამედში“, მაგრამ მდგომარეობა რთულია.

რთული სათქმელია ჩემი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც დღეს რომ არ მოიყვანეს… მმართველ პარტიას არ უნდა დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩემი ძმა“, – თქვა გიორგი სააკაშვილმა „მთავართან“ საუბარში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: