საზოგადოება

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის თქმით, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა უნდა აღიარონ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში და საზღვარგარეთ მისი გადაყვანისთვის თავადაც უნდა იბრძოლონ.

Nusagi

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის თქმით, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა უნდა აღიარონ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში და საზღვარგარეთ მისი გადაყვანისთვის თავადაც უნდა იბრძოლონ.

ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ სასამართლოს მიმდინარე ტერიტორიაზე პოლიცია არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, სააკაშვილი პროცესზე არ მოიყვანონ. 

„თუკი კლინიკა აცხადებს, რომ მისი წაყვანა არ შეიძლება ანუ ისეთ მდგომარეობაშია… ანუ ამოღერღეს კლინიკის ექიმებმა, რომ ისეთ მდგომარეობამდეა მიყვანილი? მათ ბრალს კი არ ვდებ, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მდგომარეობით ამ მდგომარეობაშია ადამიანი. 

დღეს სასამართლოზე შეიტყო კლინიკამ, რომ ისეთ მდგომარეობაშია სააკაშვილი, რომ მისი მოყვანაც {სასამართლო პროცესზე} კი არ შეიძლება? მაშასადამე ისინი ადასტურებენ, ისე ცუდად არის, რომ მისი ადგილიდან დაძვრაც კი არ შეიძლება. აქ პოლიცია არ ჩანს და ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჰგავს იმას, რომ შეიძლება სააკაშვილი აქ არ მოიყვანონ. 

ამას ვამბობთ ამდენია ხანია, რაც ახლა ნებსით თუ უნებლიეთ ექიმებმა განაცხადეს. ექიმები ჰქვიათ და ამდენი ხანია ამ ზომამდეა მიყვანილი? მაშინ აღიარონ, რომ ამ ზომამდე მიყვანილი ადამიანი სასწრაფოდ გადასაყვანია და თავად იბრძოლონ ამისთვის ამ კლინიკის ექიმებმა“, – აცხადებს ჩარკვიანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,179 ნახვა
%d bloggers like this: