კრიმინალი

რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

Nusagi

რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 18 წლის გოგოა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,203 ნახვა
%d bloggers like this: