პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა

Nusagi

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

აღნიშნულით იგი საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

„ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა. სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება არა მხოლოდ ეს ხელისუფლება ცდილობს, ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს. მას აქვს დიდი ძალაუფლება იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა, ფემიციდი. ცდილობს პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას გადააკისროს და არც ერთ ეტაპზე არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა აქვს ასეთი სერიოზული ძალაუფლება.

არ ვსაუბრობ რელიგიასა და რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე – საპატრიარქოზე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად სცდება და პოლიტიკურ პროცესებში ერევა. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას და ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები – მილოცვა იყო კირილის მიმართ, ასევე ვერასდროს ცნო უკრაინის ავტოკეფალია. მაშინ, როცა პარლამენტში იხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიასა და პროგრესს, როგორიც არის გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში და თან ისე, რომ ამ ქვეყანაში პირდაპირ შეაფერხოს პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა. საპატრიარქოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ ქვეყანაში არ არის იმისთვის, რომ პროგრესი იყოს. საპატრიარქოში რუსეთის უდიდესი გავლენებია, ისინი მტრობენ ქვეყანას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ ფემიციდზე, კირილს დაბადების დღეს ულოცავენ“, – განაცხადა სამნიძემ.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,183 ნახვა
%d bloggers like this: