უცხოური მედია

ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება – ბრიტანული დაზვერვა

Nusagi

ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება – ბრიტანული დაზვერვა

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის 11 ნოემბერს, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქი ხერსონი გაათავისუფლეს, ის რუსული ძალების მხრიდან კვლავ მძიმე დაბომბვას ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მხოლოდ 24 ნოემბერს, ხერსონის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, 27 ნოემბერს კი რეგიონში 54 დაბომბვა დაფიქსირდა.

„ქალაქი დაუცველია, რუსები კვლავ ბომბავენ ტერიტორიას, ახლა ისინი ისვრიან მდინარე დნეპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან“, – აცხადებენ დაზვერვაში.

ბრიტანეთის დაზვერვამ, ასევე, განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: