პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ისეთ სპირალში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“, იქედან გამოსაძრომიც აღარ არის – ეს ყველაფერი ბორბალში მორბენალ ციყვის ძალისხმევას ჰგავს

Nusagi

ისეთ სპირალში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“, იქიდან გამოსაძრომიც აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს ძალისხმევა და ყველაფერი ჰგავს ბორბალში მორბენალ ციყვის ძალისხმევას. არავითარი პერსპექტივა, რომ ამ თამაშიდან, ამ სპირალიდან გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შესაძლებლობებით, უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კვირის ბოლოს გაირკვევა როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. პოლიტსაბჭოს წევრები სავარაუდოდ 2 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. კანდიდატურა შესაძლოა დააყენოს ზურაბ ჭიაბერაშილმაც.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: